რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, რაჭაში ყურძნის ქურდობის ფაქტი სიცრუეა.
,,მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას, რაჭაში კერძოდ სოფელ ბუგეულში ყურძნის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოკვლეულ იქნა შესაბამისი უწყებების მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება.
გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციებს გავრცელებისაგან.,,-ქრისტინა კობახიძე.
,,ბათუმელების,,მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში,სოფელ ბუგეულში რთველზე მისულ ემიგრანტ ნინო ველიაშვილოს ოჯახს ყურძენი მოკრეფილი დახვდა .