ა(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს ქალაქში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების მონიტორინგს.
მონიტორინგის პროცესში, ჯგუფის წევრებმა ავტოქარხნის დასახლებაში, კოლხეთის ქუჩის მიმდებარედ, დააფიქსირეს სატვირთო ავტომობილი, რომელიც სამშენებლო ნარჩენს ყრიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა, ასევე, უკვე დაყრილი ნარჩენისგან გაათავისუფლა ტერიტორია.
