ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება.
პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი -#41, #23 და #17 საჯარო სკოლებში.
წელს აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა ძალაში-აქამდე არსებული საგრანტო სისტემა გაუქმდა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო გახდა. კერძო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოსგან საგრანტო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
ქუთაისის გარდა საგამოცდო ცენტრები კიდევ 11 ქალაქში გაიხსნება-თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
