ჟურნალისტი მარიამ.ნიკურაძე ჭიათურის პროტესტის მონაწილე პატიმარზე, გიორგი ნეფარიძეზე ინფორმაციას ავრცელებს.
,,გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო. წინა კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფურცლები მოვიდა შეწყალებაზე, აღიარებას გვთხოვდნენ დანაშაულის, რომ შეწყალება განეხილა და უარი განვუცხადეთო.
6 წელი კი არა, კიდევ 6 რომ დამიმატონ, რაც არ გამიკეთებია, იმას მაინც არ ვაღიარებო. ყველამ მოვუწერეთ უარზე ხელი და გავუგავნეთო.
9 წელს ვიყავი შეგუებული, ბრალი რომ წარმიდგინეს და 6 წელი არც ისე ბევრია, მალე გავაო.
რასაც ვუყურებ , ზოგს გარეთ უფრო აქვს შეზღუდული თავისუფლება, ვიდრე ჩვენ აქ შიგნითო. ,,-წერს ჟურნალისტი.
4 ჭიათურელი მაღაროელი 2025 წლის აპრილში დააკავეს.ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძეს - 6 წელი და 3 თვე, გიორგი ნეფარიძეს - 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წელი და 3 თვე 20 იანვარს მიუსაჯა.
