დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიასა და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.
