ხვალ, 28 დეკემბერს, ქალაქ სამტრედიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 17:00საათიდან დაიწყება.
საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ჩვენი კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“.წამყვანები იორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე.
ფოტო არქივიდან.
