ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
მერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.
ახალგაზრდული საბჭო აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელების პროცესში.
საბჭოში ხუთი თემატური კლუბი ფუნქციონირებს: განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით, სადაც საბჭოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები არაერთ მნიშვნელოვანი ინიციატივის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ.
