დღეს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა 2025,, იმართება .
ღონისძიებაზე საქართველოს რუკის მაკეტი დროშის გამოსახულებით ოკუპირებული რეგიონების-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა წარმოდგენილი.
ფოტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

ამ დროისთვის,მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, დღევანდელი ღონისძიების აღმნიშვნელი ყველა ფოტო,მათ შორის რუკის მაკეტის ფოტოც, წაშლილია.
ფოტოს წაშლის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა.
