ქუთაისი დღეს და ხვალ, 24-25 ოქტომბერს ევროპის დღეებს უმასპინძლებს.
აქტივობები დღეს,12 საათზე,ნიუპორტის ქუჩიდან ველომსვლელობით დაიწყება .მიზანია გააერთიანოს ველოსიპედის მოყვარულები, რათა გაიზარდოს ცნობიერება ეკომეგობრული ტრანსპორტის ალტერნატივების შესახებ.
12:00 - 18:00 – ევროპის დღის ბაზარი წარმოგიდგენთ ადგილობრივ არტიზანულ პროდუქტებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს. კაფე “ლილესთან” (თამარ მეფის ქუჩა 11)
14:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა - რესტორანი "გალა" (ზაქარია ფალიაშვილი ქუჩა 29)
15:00–16:30 – საუბრები: ქალები, როგორც ცვლილებების მამოძრავებლები. ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. რესტორანი "გალა" (ზაქარია ფალიაშვილი ქუჩა 29)
15:00–18:00 – აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ . სასტუმრო "სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)
15:30–17:00 – დოკუმენტური ფოტოგრაფიის მასტერკლასი ნათელა გრიგალაშვილთან ერთად – "თვალით დანახული ისტორია". სასტუმრო "სოლომონი" (ხახანაშვილის ქუჩა 10)
17:00–18:30 – ფოტოგამოფენა “10 წელი ფოკუსში” – წარმოგიდგენთ კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს. წიგნების თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 19)
19:00–21:00 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ქუთაისური ტალღა”– რეჟისორი: ანა აბაკელია. ფილმი ასახავს 1990-იანი წლების ქუთაისის ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობას. ფილმი შექმნილია ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით. კლუბი რეფლექტორი (თამარ მეფის ქუჩა 57)
25 ოქტომბერს, 11:00–12:30 – საფეხმავლო ტური “ევროპული ქუთაისი” ხვიჩა ვაშაყმაძესთან ერთად. შეკრების ადგილი: თეთრი ხიდი
საბავშვო კითხვის საათი წიგნის „სად გაქრა დედამიწა,, 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 ( ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ )
საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი - ია გაბუნია წაიკითხავს წიგნს “სად გაქრა დედამიწა?”, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებასა და გარემოს. წიგნის პერსონაჟები ოლივერი და რეტი ბავშვებს დედამიწის გადარჩენის ‘კოსმორჩევებს’ გაუზიარებენ. კითხვის შემდეგ, პატარები სპეციალურ კედელზე წიგნის პერსონაჟებს გააფერადებენ.
13:00–17:00 – ევროპული გემო – გაეცანით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარ სამზარეულოს. კაფე “დები” (ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა 35)
14:00–17:00 – ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების ამბების თხრობა, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები. წიგნების თაობა (აკაკი წერეთლის ქუჩა 81)
15:00–17:00 – საგანმანათლებლო თამაში “წიგნის თარო” ევროპის შესახებ. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის გამზირი 20)
12:00–17:00 – ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაშები – ევროკავშირის პროექტების მიერ მომზადებული აქტივობები. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი (დავით აღმაშენებლის გამზირი 20)
ურბანული სივრცეების გამწვანება – ინტერაქციული ვორქშოპი არჩილ ღოღობერიძისგან 25 ოქტომბერს,13:00 საათზე დაიწყება.ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)
ფლორისტი და სტარტაპის დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპს, რომელიც მონაწილეებს ასწავლის ურბანული გამწვანების მარტივ და შემოქმედებით მეთოდს - ‘Seed Bomb’-ის ტექნიკას. ვორქშოპის მონაწილეები თავად შექმნიან მცირე ზომის ნიადაგის ბურთულებს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ყვავილის თესლი. შექმნილი ბურთულები მათ ქალაქის მიტოვებულ სივრცეებში უნდა გაფანტონ, რომ მეტი სიმწვანე შეიტანონ ურბანულ გარემოში. მონაწილეები ასევე მიიღებენ სიმბოლურ ეკომეგობრულ სუვენირებს.
,,ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ“ - კვლევის შედეგების წარდგენა 25 ოქტომბერს, 14:30 წუთზე,ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში,, მოხდება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მიმართ საზოგადოების აღქმებისა და დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები. მონაწილეები გაიგებენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადამიანები ჰაერის დაბინძურებაზე, როგორ აღიქვამენ რისკებს, რა დამცავ ზომებს იღებენ, რა უბიძგებთ ქმედებისკენ და რა ნაბიჯები იგეგმება ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
25 ოქტომბერს, 15:00 საათზე ,,პროგრესი,, უმასპინძლებს თოჯინების წარმოდგენას კლიმატსა და მეგობრობაზე.თოჯინების ცოცხალი წარმოდგენა გააერთიანებს თხრობასა და მუსიკალურ ელემენტებს. მხიარული სიუჟეტი მოიცავს კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვან გზავნილებს:
• კლიმატის ცვლილებები მნიშვნელობა და მისი საფრთხეები;
• კლიმატის გავლენა ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოზე;
• როგორ შეუძლიათ ბავშვებს მარტივი ქმედებებით- წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ხეების დარგვა და ბუნებაზე ზრუნვა.
25 ოქტომბერს, 15:30 წუთზე სოციალური საწარმო VINTYLATOR - ის მწვანე მოდის ვორქშოპი გაიმართება.ვორქშოპის მონაწილეები დაზიანებულ მაისურებს ხელნაკეთი კლიშეების საშუალებით შეაკეთებენ. კლიშეებს კი ყოველდღიური ნარჩენებისგან დაამზადებენ. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გადააქციონ ტექსტილის ნარჩენები ცხოველების სათამაშოებად, გასაღების საკიდებად ან უნიკალურ დეკორატიულ ნივთებად. ვორქშოპის მიზანია ნარჩენებისგან შექმნას ხელნაკეთი ნივთები და გადამუშავებული მასალების გამოყენებისა და მდგრადი მოდის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.
ევროპის დღეებს კონცერტი დაასრულებს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.,,კოლიზეუმი,, დავით აღმაშენებლის 22ბ.
