გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა თიანეთის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ოზურგეთის, ცაგერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული ხე-მცენარე, 33 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი.