კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით,გელათში არსებული პრობლემის შესწავლის მიზნით საქართველოში ადრე გაზაფხულზე უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.განცხადება ნიკოლოზ ანთიძემ მედიასთან გელათის მონასტრის ეზოში გააკეთა.ანთიძის თქმით,მათ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ იუნესკოსთან.
,,შევცვალეთ კომპანია, რომელიც ვეღარ ართმევდა თავს მოვალეობებს. სამართლებრივ ჭრილშია პროცესები გადასული. აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რაც დროებით სახურავს ქონდა, მაგრამ ჩვენი ფოკუსი არის იმ ხარვეზების ,იმ ადგილების გამოკვლევა,რა ადგილების გულისთვისაც მოხდა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება-როგორიც არის დროებითი სახურავი.ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.ველოდებით მათგან კონკრეტულ პირთა ჯგუფს.ისინი კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემენ,რა კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს გამოსასწორებელი ღონისძიება და რა ვადებში,, განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.