რასაც ბოლო ერთი თვეა ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ეს შლეგური რბევა, ქრისტეფორე კოლუბიდან ევროპის იდეის შემქმნელის უოტსონ ჩერჩილის ძეგლების ნგრევამდე, აგრესიული
ჯგუფების თარეში, ჩემი აზრით, არის ის, რომ ანტირეპრესიულმა დისკურსმა ნიღაბი ჩამოიხია და საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა, ანუ ტოტალიტარიზმთან, რასიზმთან, რეპრესიებთან, ჩაგვრასთან ბრძოლა მხოლოდ ნიღაბია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში..
რა ხდება? როდის დაიწყო ეს?
მე ვფიქრობ, რომ ეს დაიწყო დიდი ხნის წინ, მე-17 საუკუნის დასასრულს, ევროპული ბიბლიოთეკების სიმყუდროვეში, განმანათლებლურად წოდებულ მოძრაობასა და შემდგომ მე-19 საუკუნეში, როცა ახალგაზრდა მარქსი თავის გაბედულ აზრებს ისროდა და მსოფლიო თანასწორობის კონტურებს ხაზავდა, რაც 1917 წელს ბოლშევიზმად ჩამოყალიბდა სამოქალაქო ომებით, რეპრესიებით,გოლოდომორით, ცივილიზაციის მონაპოვარის წარსულში დატოვებით.
რა ხდება ამ ეტაპზე, რით არის გამოწვეული ეს დაუნდობელი რბევა?
ვკითხულობდი ტიმოთი სნაიდერის და ფრენსის ფუკუიამას ნაშრომებს და გული მტკიოდა, ისინი ხომ ინტელექტუალები არიან, ბრწყინვალე განათლება მიიღეს, ჩინებული წიგნები დაწერეს, მაგრამ მათში რეალობა შეცვლილია ილუზიებით, ცრუ იდეებით,, ვერ ამჩნევენ დამანგრეველ სიმპტომებს, რომ ანტირეპრესიული დისკურსი სრული აბსურდი და გაუგებრობაა. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგონარი პარადოქსი_პლურალიზმის სახელით ლიბერალური იდეების გაბატონება. ისინი არ ინდობენ არავის, მაგალითად, მარგინალად ქცევით დაემუქრნენ ჯოან როულინგს, რომელმაც უარი თქვა ქალის ნაცვლად ეთქვა მენსტრუაციის მქონე არსება, უნივერსიტეტიდან გააგდეს პროფესორი, რომელსაც მოსთხოვეს შეფასებისას უპირატესობა მიენიჭებინა ფერადკანიანებისთვის. ერთი სიტყვით, ან იყავი ბრბოს ნაწილი, ან ბრბო გადაგთელავს შენ .
ბრძოლაა გამოცხადებული ნებისმიერ ფასეულობასთან და საერთოდ საღ აზრთან.
მე უნდა პასუხი ვაგო იმისთვის, რომ მონათმფლობელის ან არისტოკრატიის შთამომავალი ვარ. ამისთვის უნდა მცემონ ქუჩაში?
არის თუ არა ეს დასავლეთის დაღუპვა იმ პირობებში, როცა, სულ რაღაც ათ წელიწადში ევროპელი უმცირესობაში იქნება ამ დედამიწაზე, რადგან იზრდება ჩინეთი , ინდოეთი, სხვა რეგიონები.
საინტერესოა, რას ეტყვის ექსკურსიამძღოლი ახალგაზრდებს, უძვირფასესი სასახლეების, ბიბლიოთეკების, გოთიკური ტაძრების ჩვენებისას, გალერეაში ულამაზესი ქალის პორტრეტთან ეტყვის, რომ ეს ის არსებაა, ვისაც მენსტრუაცია აქვსო? ან საერთოდ რისთვის , რა შინაარსითა და აზრის სიღრმით იქმნებოდა ეს ყველაფერი, ფილოსოფოსების, მეცნიერების, მწერლების ეპოქა დასრულდა და ახლა ჯაჭვში ჩაბმულებმა უნდა ვიაროთ წრეზეო?
რა უნდა გავაკეთოთ ამ ვითარებაში?
რა და, არ უნდა დავნებდეთ, ვიბრძოლოთ საღი აზრისათვის. როგორც ევროპის იდეის შექმნის ავტორი უოტსონ ჩერჩილი იტყოდა: „ არასოდეს დანებდე, არასოდეს, არასოდეს! Never give up. never, never!"
თარგმნა ეთერ ნაცვლიშვილმა