ქუთაისელები დიდი ხანია საუბრობენ ქრონიკულ წყევლაზე, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირი შელოცვა შველის.
ქუთაისელები დიდი ხანია საუბრობენ ქრონიკულ წყევლაზე, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირი შელოცვა შველის.
რა უნდა სამუელ ბეკეტს?
რა თამაშის დასასრულს ვესწრებით განვითარებულ დასავლეთში?
რა გვითხრა რობერტ სტურუამ დღეს?
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამუელ ბეკეტს, ქუჩაში უცნობი ადამიანი დაესხა თავს, ჭრილობა სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს. დიდხანს იწვა საავადმყოფოში. დამნაშავე დააკავეს. სასამართლოში წინასწარ მოსმენაზე ბეკეტმა ჰკითხა:
- რატომ?
- არ ვიცი, ბატონო, მაპატიეთ.
ვითარება იმდენად უაზრო და აბსურდული იყო, რომ მწერალმა განცხადება უკან გაიტანა.
გავა სულ ცოტა ხანი და მთელი მსოფლიო ჩაიძირება უაზრო, მხეცურ სისასტიკეში, ოსვეციმმა გააშიშვლა ადამიანის ბუნება “თამაშის დასასრული" ბეკეტმა დაწერა 1957 წელს, როცა ყველა მანამდე არსებულ ფასეულობა გადახაზა ომის საშინელებამ, რაც სიმართლედ იყო მიჩნეული ფერფლად იქცა.
- შეიძლებოდა ადამიანის მაღალ დანიშნულებაზე ლაპარაკი, მას შემდეგ, რაც ნიურბერგის პროცესზე ადამიანი კანისგა შეკერილი ხელთათამანი შეიტანეს,როგორც სისასტიკის ნივთმტკიცება და ატომური ომის აპოკალიფსი მოაწყვეს ხიროსიმასა და ნაგასაკში?
.... და ზის ორი დიდი ირლანდიელი ჯეიმს ჯოისი და სამუელ ბეკეტი და ქმნიან სრულიად ახალ სამყაროს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბეკეტის ძირითადი ნაწარმოები „ გოდოს მოლოდინში“ ბიბლიური სიუჟეტის ინტერპრეტაციაა, ბეკეტი თავის პირდაპირ წინაპრად ბერძნული ტრაგედიის ერთ-ერთ მამას , ესქილეს მიიჩნევდა, და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოხუცთა სახლში ერთადერთი წიგნი დანტეს“ ღვთაებრივი კომედია“ წაიღო, წიგნში ჩადებული იყო ღია ბარათი ჯიოტოს ნახატით, " წმინდა ფრანცისკი უქადაგებს ჩიტებს“, გასაგები ხდება სად უნდა ვეძებოთ ბეკეტის ხელოვნების სიღრმე და ფესვები.
სიბრმავე - პირდაპირი და მეტაფორული
ვუბრუნდებით „ თამაშის დასასრულს“
ინვალიდის სავარძელში უძრავად ზის ბრმა ქამი, მისი ეგზისტენციალური სივრცე აღსასრულის საშინელი მოლოდინით არის სავსე, კაცობრიობ ა იღუპება, იგი აიძულებს მოსამსახურეს ჭოგრიტით უყუროს ხმელეთის ზღვის _ ყველაფრის დაღუპვას და თვითონ გადარჩეს თავის სახლში. ქამის სახელიც ხომ ბიბლიური სიუჟეტიდანაა,შიმშილით კლავს თავის მშობლებს, რომლებიც ბუნკერებში ჰყავს დამწყვდეული და ელოდება მათ სიკვდილს, იგი გამუდმებით იხსენებს როგორ თქვა უარი პატარა ბიჭის გადარჩენაზე ოღონდ მას წარმოადგენს არა რეალურ ადამიანად, არამედ თავისი წიგნის პერსონაჟად. ქამი არაადამიანურად სასტიკია, თუმცა იგი მაინც შესაბრალისია
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რატომ შემოჰყავს ბეკეტს პატარა ბიჭი თავისი პიესების ფინალში, რომელიც ამბობს, რომ ხვალ მოვა გოდო და რატომ ინახავდა ოცი წლის ასაკში მასწავლებლის მიერ ნაჩუქარ წმინდა ფრანციკის გამოსახულებას სიცოცხლის ბოლომდე, შეგვიძლია ვიფიქროთ,იგი იტოვებს იმედის სხივს ალბათ ისე, როგორც უილიამ ფოლკნერმა თქვა ნობელის პრემიის მიღებისას: "მწერალმა არა მხოლოდ კაცობრიობის ცხოვრების მატიანე უნდა შექმნას,, არამედ მისი მაწარმოები უნდა იყოს საძირკველი, საყრდენი, რომ დაეხმაროს ადამიანს გაუძლოს და გადარჩენს.?
ახლა, როცა დედამიწა ჯერ გააჩერა პანდემიამ და მერე აპოკალიპტური სცენები დატრიალდა ისევ განვითარებულ დასავლეთში, ბეკეტი კვლავ აქტუალურია , აი, რატომ დაიდგა ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე, როგორც იესო იტყოდა: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს! იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა".
ავტორი ეთერ ნაცვლიშვილი
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა უშიშროების სამსახურის ძალისხმევით კრახით დასრულდა. დაპატიმრებულია რუსეთის მოქალაქე.
სახალხო დამცველმა პირად კონტროლზე აიყვანა საქმე და ითხოვს მეტ გამჭვირვალობას. მისი აზრით, გაბუნიამ მაინც უნდა იცოდეს საქმის დეტალები. ,,მართალია, გიორგი გაბუნიას ჰყავს პირადი დაცვა, მაგრამ კარგი იქნება სახელმწიფო თუ იზრუნებს მის უსაფრთხოებაზე’’- აცხადებს ლომჯარია.
პრემიერ-მინისტრის , გიორგი გახარიას თქმით , უშიშროების სამსახურის ოპერატიულობამ სახელმწიფოს დიდი დესტაბილიზაციის საფრთხე ააცილა.
ჩეჩნეთის ლიდერი, კადიროვი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტთან კონტაქტს. ,,თუ დავგეგმავ, ბოლომდე მიმყავს კიდეც ნებისმიერი საქმე’’- ამბობს ის.
გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის დეტალები ალბათ მალე გახდება ცნობილი. მთავარი ერთია, ჟურნალისტი გადარჩა.
ავტორი ნინო ძოწენიძე
მასების აშლილობა ანუ რა ხდება დასავლეთში?
ანდრიი ბაუმეისტერ (ფილოსოფოსი)
რასაც ბოლო ერთი თვეა ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ეს შლეგური რბევა, ქრისტეფორე კოლუბიდან ევროპის იდეის შემქმნელის უოტსონ ჩერჩილის ძეგლების ნგრევამდე, აგრესიული
ჯგუფების თარეში, ჩემი აზრით, არის ის, რომ ანტირეპრესიულმა დისკურსმა ნიღაბი ჩამოიხია და საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა, ანუ ტოტალიტარიზმთან, რასიზმთან, რეპრესიებთან, ჩაგვრასთან ბრძოლა მხოლოდ ნიღაბია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში..
რა ხდება? როდის დაიწყო ეს?
მე ვფიქრობ, რომ ეს დაიწყო დიდი ხნის წინ, მე-17 საუკუნის დასასრულს, ევროპული ბიბლიოთეკების სიმყუდროვეში, განმანათლებლურად წოდებულ მოძრაობასა და შემდგომ მე-19 საუკუნეში, როცა ახალგაზრდა მარქსი თავის გაბედულ აზრებს ისროდა და მსოფლიო თანასწორობის კონტურებს ხაზავდა, რაც 1917 წელს ბოლშევიზმად ჩამოყალიბდა სამოქალაქო ომებით, რეპრესიებით,გოლოდომორით, ცივილიზაციის მონაპოვარის წარსულში დატოვებით.
რა ხდება ამ ეტაპზე, რით არის გამოწვეული ეს დაუნდობელი რბევა?
ვკითხულობდი ტიმოთი სნაიდერის და ფრენსის ფუკუიამას ნაშრომებს და გული მტკიოდა, ისინი ხომ ინტელექტუალები არიან, ბრწყინვალე განათლება მიიღეს, ჩინებული წიგნები დაწერეს, მაგრამ მათში რეალობა შეცვლილია ილუზიებით, ცრუ იდეებით,, ვერ ამჩნევენ დამანგრეველ სიმპტომებს, რომ ანტირეპრესიული დისკურსი სრული აბსურდი და გაუგებრობაა. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგონარი პარადოქსი_პლურალიზმის სახელით ლიბერალური იდეების გაბატონება. ისინი არ ინდობენ არავის, მაგალითად, მარგინალად ქცევით დაემუქრნენ ჯოან როულინგს, რომელმაც უარი თქვა ქალის ნაცვლად ეთქვა მენსტრუაციის მქონე არსება, უნივერსიტეტიდან გააგდეს პროფესორი, რომელსაც მოსთხოვეს შეფასებისას უპირატესობა მიენიჭებინა ფერადკანიანებისთვის. ერთი სიტყვით, ან იყავი ბრბოს ნაწილი, ან ბრბო გადაგთელავს შენ .
ბრძოლაა გამოცხადებული ნებისმიერ ფასეულობასთან და საერთოდ საღ აზრთან.
მე უნდა პასუხი ვაგო იმისთვის, რომ მონათმფლობელის ან არისტოკრატიის შთამომავალი ვარ. ამისთვის უნდა მცემონ ქუჩაში?
არის თუ არა ეს დასავლეთის დაღუპვა იმ პირობებში, როცა, სულ რაღაც ათ წელიწადში ევროპელი უმცირესობაში იქნება ამ დედამიწაზე, რადგან იზრდება ჩინეთი , ინდოეთი, სხვა რეგიონები.
საინტერესოა, რას ეტყვის ექსკურსიამძღოლი ახალგაზრდებს, უძვირფასესი სასახლეების, ბიბლიოთეკების, გოთიკური ტაძრების ჩვენებისას, გალერეაში ულამაზესი ქალის პორტრეტთან ეტყვის, რომ ეს ის არსებაა, ვისაც მენსტრუაცია აქვსო? ან საერთოდ რისთვის , რა შინაარსითა და აზრის სიღრმით იქმნებოდა ეს ყველაფერი, ფილოსოფოსების, მეცნიერების, მწერლების ეპოქა დასრულდა და ახლა ჯაჭვში ჩაბმულებმა უნდა ვიაროთ წრეზეო?
რა უნდა გავაკეთოთ ამ ვითარებაში?
რა და, არ უნდა დავნებდეთ, ვიბრძოლოთ საღი აზრისათვის. როგორც ევროპის იდეის შექმნის ავტორი უოტსონ ჩერჩილი იტყოდა: „ არასოდეს დანებდე, არასოდეს, არასოდეს! Never give up. never, never!"
თარგმნა ეთერ ნაცვლიშვილმა
26 მაისის მაესტროსა და დამბრვევს შორის ალიანსი მართლაც მოულოდნელი იყო. 2 პროცენტიანი პარტიის თავიქალი იმ ორ პროცენტსაც რომ დაკარგავდა, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეტყობა ბევრი იფიქრა, კარგად გათვალა და გადაწყვიტა.
ჩვენ კი რიტორიკული კითხვის პასუხი ვარაუდებში უნდა ვეძებო ამას კი მხოლოდ პირად ინტერესებამდე მივყავართ. .(კულუარებში რომ უფრო დიდი სიბინძურე ტრიალებს, ცხადია). ქალბატონი ბურჯანაძე ვერ იტანს ჩრდილში ყოფნას, ( კიდევ დიდხანს გაძლო). მოენატრა მის წინაშე ქედმოხრილი მლიქვნელთა კასტა. აღარც კვარტალში ერთხელ ტელესივრცეში გაელვება აკმაყოფილებდა. ხშირად წუწუნებდა კიდეც ამ საკითხზე. ქალბატონმა ანზორევნამ მალე ნახა ტელეეკრანებთან კეკლუცობის შანსი. წამოუსკუპდა ,,ისტორიულ მტერს’’ გვერდით. მართლაც შთამბეჭდავი სანახავია ბურჯანაძე-ბოკერიას ტანდემი. აბა, რა ექნა ფუჭი მოლოდინის ქვეშ მყოფს. ,,ოცნებამ’’ არ გაიკარა, ეტყობა მადაგახსნილის მოთხოვნა-ვნებანი ზღვარს გადასცდა. დიდ გარიგებებს ვერ მიაღწია, ამას მისთვის არასასურველი ქალბატონის გაპრეზიდენტებაც დაერთო, ჰოდა მოთმინების ფიალაც აივსო. შურისძიების წყურვილმა 26 მაისს დაჩეხილი ხალხი და სახურავზე შემოდებული გვამები სულ დაავიწყა.რაც მთავარია, დადგა გამოპრანჭული ქალბატონის ,,ნიჭის ფრქვევის’’ დრო. ნაციონალებისგან მუდმივად ,,პაბეგში’’ მყოფი შვილიც გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე. ,,ოცნებას’’ ნარჩენებისგან მომავალი უმრავლესობის შეკოწიწებას უწინასწარმეტყველებს ანზორიკო ბურჯანაძე.
ამ პოლიტიკურ ამბიციურ თამაშებში ნინო ბურჯანაძე რომ ბოკერიას ქვეშევრდომად იქცა, ეს ფაქტი მართლაც დარჩება ქართულ ისტორიაში მუდმივი ქილიკის საგნად. ახლა მისი ნაბიჯები რომ ,,გააპრავოს’’, ისევ ,,ისტორიულ’’ ნაბიჯებს დგამს და უარს ამბობს მაჟორიტარობაზე, აქაოდა ამბიციებისგან შორს ვარო, თუმცა ქალბატონმა ბურჯანაძემ ვერ გათვალა, რომ ამ წინასაარჩევნო კეკლუცობას ხალხის თვალში უკვე ნულის ფასი აქვს.
ერთ დროს ნაციონალებთან დაქორწინებული, შემდეგ განქორწინებული, ორგზის დროებით ნაპრეზიდენტალი, პარლამენტის თავმჯდომარეობის გემოს გამსინჯველი, 26 მაისის შემოქმედი ნინო ბურჯანაძე, არა მგონია ფიქრობდეს, რომ არჩევნებში რაიმე შანსი ჰქონდეს, არც ის მგონია, რომ ნაცებ-ბოკერიას გულზე ეხატებოდეს რუსეთთან ჩახუტებული ,,ერთიანი საქართველოს’’ ლიდერი. თუ დასჭირდებათ, ისევ წარბშეუხრელად გადაასკუპებენ ისტორიულ სანაგვეზე. ჯერ წინ დიდი საქმეა, ასე ,,ერთობით’’ დიდი მტერი ჰყავთ მოსაცილებელი...
ავტორი: ნინო ძოწენიძე
2 მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებადღრს ქუთაისში,ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია-კონცერტი იგეგმება.საპროტესტო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. , ,ქართველი ხალხის…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიმართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე…
კვირა აპრილი 28
In რელიგიადარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს…
ხუთშაბათი აპრილი 25
In პოლიტიკახვალ, 24 აპრილს, 17:00 საათზე, ქუთაისში,მონ-პლაზირის თაღთან, რუსული კანონის საერთო საზოგადოებრივი განხილვა გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიაზე…
სამშაბათი აპრილი 23
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზალცლანდის ოლქთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ხუთშაბათი აპრილი 18
In პოლიტიკაქუთაისის მერია 100 ათასი ლარით ზრდის ხარჯებს, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები- ეს…
შაბათი აპრილი 13
In პოლიტიკაიმერეთში 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრება, გაზრდილი მიგრაცია და უმუშევრობა-ამ თემაზე ერთიანი ნაციონალური…
შაბათი აპრილი 06
In პოლიტიკა