- პოლიტიკა
- გადასვლები: 869
,,998 ტესტია დღეს აღებული და პასუხებს გავიგებთ ხვალ დილისთვის,,-ზვიად შალამბერიძე
დღის ბოლოს ჟურნალისტებს ინფიცირებულთა ახალი მონაცემების შესახებ ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდა . მისი თქმით, ახალი შემთხვევები ამ დრომდე არ გამოვლენილა.
,,ინფიცირებულების რაოდენობა იმერეთში არ გაზრდილა, ვრჩებით იმ ნიშნულზე ,რაზეც ვიყავით დღეს დილას.998 ტესტია დღეს აღებული და პასუხებს გავიგებთ ხვალ დილისთვის,პარალელურად ჩვენი მოლქაქეების ტესტირება მიმდინარეობს კარავში, სადაც 300 ადამიანი გაიტესტა დღესაც და აღსანიშნავია, რომ 157 მასწავლებლიდან, რომელიც ამ ბოლო 2 კვირაში იყო აჭარაში, 141 უკვე გავტეტეთ და ყველას პასუხი ნეგატიურია.
32-ე სკოლის კლასტერიდან ე. წ მეორეული გადაცემა აღარ არის, მესამეული და მეოთხეული გადაცემა თუ იქნება მხოლოდ.სიტუაცია სტაბილურია და ჩაწყნარდა მერიის ააიპშიც,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა, უმეტესობა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.