,,არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს,,-ამ სლოგანით დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობას ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისისნი ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ და გრძელვადიან აქციებს აანონსებენ.
დღესვე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარავი დადგეს.
,,ქუთაისი უერთდება სამოქალაქო პროტესტს,, -განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ.
,,ვუერთდები ამ აქციას და მთლიანად სოლიდარული ვარ იმ საკითხში, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კატასტროფიდან,,- განაცხადა გოგი წულაიამ, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ქუთაისის ცენტრში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.