ქუთაისის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.
პროექტის მიხედვით 2026 წლის ბიუჯეტი 124 მილიონ 721 ათას ლარს შეადგენს.
2026 წლის ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები კი გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის კორექტირებისას.
ქუთაისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, პროცედურების დაცვით საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გადასცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომისიური განხილვა. მიმდინარე წლის 25 ნოემბერს კი კომისიური და საჯარო განხილვის შედეგად შემუშავებული შენიშვნებით, შემდგომი განხილვისთვის აღმასრულებელს დაუბრუნდება.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
