"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას საერთაშორისო ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.
კახიძემ ხელისუფლება არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღეს, როდესაც კორონავირუსის სამნიშნა მაჩვენებელია, ხელისუფლება აანონსებს ფრენების აღდგენას, მაშინ, როდესაც ორნიშნა ციფრზე ყველა ფრენა გააუქმა. კახიძის შეფასებით, ხელისუფლების არათანმიმდევრულობამ დააზარალა ტურიზმის სექტორი და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა.ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკვე ამ თვეში აღდგება Wizz Air-ის ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.