კამპანია ,,შეარცხვინეს,, ფარგლებში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მორიგი აქცია გამართეს და ქალაქში გაჩერებული საათების არსებობა გააპროტესტეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს .