ამ დროის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისარებად რეგისტრაცია 59 პარტიამ გაიარა. პოლიტიკურ სუბიექტებს განაცხადების შეტანა 4 სექტემბრამდე შეუძლიათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა , რომ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. ასევე , ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 - ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.