,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერები დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ . ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი იმერეთის ახალგაზრდობის ერთ ნაწილს ბაგრატის ტაძრის ეზოში შეხვდნენ. ამ აქტივობით პარტიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. დღესვე თარხან მოურავმა განცხადება გააკეთა და უარყო ონფორმაცია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,პატრიოტთა ალიანსის,, დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
გუშინ განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა, რომლის თანახმად, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.