ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
კურორტის განვითარების გენერალური გეგმის პრაქტიკაში წარმატებით განხორციელების არ სჯერათ ოპოზიციაში.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" სევერიან გორდულაძე დღეს გამართულ საჯარო განხილვას ხელისუფლების მხრიდან პიარის ნაწილს უწოდებს და ამბობს , რომ მილიონი ლარი ,რომელიც გეგმის მოსამზადებლად დაიხარჯა, წყალში გადაყრილი თანხაა.