"2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას არა ბიძინა ივანიშვილს" - ქუთაისის მერობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხატია დეკანოიძემ საარჩევნო კამპანია დაიწყო.
კანდიდატი მხარდამჭერებს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეხვდა და სიტყვით მიმართა.
როგორც აღინიშნა,პანდემიიდან გამომდინარე კამპანია წესების დაცვით წარიმართება.დეკანოიძე ამბობს,რომ ქუთაისი პროგრესის და წარმატების ქალაქი უნდა გახდეს.
"ძვირფასო ქუთაისელებო, თანამოქალაქეებო, ქუთაისი იმსახურებს მერს, ადამიანებს, რომლებიც არცერთი პარტიის დავალების შესრულებაში არ იქნებიან ჩართულნი. ქუთაისი იმსახურებს პროგრესს და ზუსტად ქუთაისიდან დაიწყო გაერთიანება, აღმავლობა, პროგრესი და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაამცირა „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისი, როდესაც მთავარი ადმინისტრაციული ქალაქის ფუნქცია წაართვა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.