„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შედგა.
 როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა,  პროექტით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ცვლილება ეხება  საპარლამენტო ფრაქციებსაც.ფრაქციების  შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. 
 ახალი ნორმები,რომელიც  დროებითი ხასიათის იქნება ,  მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. 
 
კონსტიტუციური კანონპროექტი,რომელიც 2 პუნქტიანია, 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. დოკუმენტს  ხელი „ქართული ოცნების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.