გოგი წულაია დღეს გაათავისუფლეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 6 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. როგორც ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მკურნალობას საჭიროებს.
გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. პოლიტიკოსი 3 თვეზე მეტი იყო დაკავებული.ის პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.წულაიამ ციხეში დაარსა პოლიტიკური პარტია ,,ახალი ქრისტიან დემოკრატები,,