ყოფილმა პრემიერმა,პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის"ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს ქუთაისში ოფისი გახსნა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად გიორგი გოგუაძე წარადგინა.
"ისევე როგორც სხვაგან,იმერეთში ძირითად აქცენტს გავაკეთებთ ახალგაზრდებზე,ყველას უნდა გვესმოდეს,რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის უნდა გავხსნათ კარები.ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა იქნება ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი და ეს ქაოსი,რომელიც დღეს სუფევს ქვეყანაში,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს."-განაცხადა გახარიამ.
ყოფილმა პრემიერმა დღეს მედიისგან გაიგო,რომ ფართი,სადაც ქუთაისში პარტიის ოფისია განთავსებული,კანონიერი ქურდის ოჯახს ეკუთნის,თუმცა როგორც აღნიშნა" თუ კანონი არ დარღვეულა,არანაირ დისკოფორტს ეს არ მიქმნის" . გახარიას თქმით,მათთვის ოფისების შოვნა რთული გამოდგა.პარტია "საქართველოსთვის"თავმჯდომარემ ისიც თქვა,რომ ის ქურდულ სამყაროს დღესაც ებრძვის.
"არც ვიცი ვისი საკუთრებაა ეს ოფისი.ეს თუ კანონიერად არის და კანონი არ დარღვეულა,არანაირ დისკომფორტს ეს არ მიქმნის"-აღნიშნა გიორგი გახარიამ.