მცირე ხმაური იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიცია სოფელ ვარციხეში მიწის გასხვისების საკითხს აპროტესტებდა.
ოპოზიციის თქმით, ტერიტორია წლების განმავლობაში სტადიონი იყო, მუნიციპალიტეტმა კი კერძო ინვესტორზე გასხვისება გადაწყვიტა. სხდომის პარალელურად შენობის წინ სოფელ ვარციხის მაცხვრებლების აქცია მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, საკითხის გახილვა შეჩერებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლებასთან შხვედრების და კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის , არჩილ გოქსაძის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთზე კერძო ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა, პროექტის ფარგლებში კი კეთილმოწყობილი სტადიონის მშენებლობაც იყო გათვალისწინებული. ვარციხის მაცხოვრებლები მზადა არიან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ მანამდე კი გასხვისების პროცესი შეწყვეტილია.