ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის გამოსავლენად.
ჯგუფის წევრები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მეტი მნიშნელოვანი საკითხი გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე ჯგუფი ადვოკატირებს ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული მინი სტადიონის განახლების საკითხს, რადგანაც ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ქონდეს კეთილმოწყობილი სტადიონი, სადაც ასევე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა იქნება შესაძლებელი.
საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის კი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ თვითმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დასვეს მათ წინაშე და მიიღეს დაპირება, რომ აუცილებლად დადგება ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში მისი პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხი.