სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას 1325 რეზოლუციის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან მუდმივად თანამშრომლობენ და მათთან ერთად ადგენენ პრობლემეების პრიორიტეტულობას.
სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და არღვევს სრულფასოვანი ცხოვრების რეჟიმს.
წარმატებული ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენთიფიცირება მოხდა. სამუშაო ჯგუფები ეძებენ გზებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.