შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს აფრთხილებს.
როგორც სოფიო გორგოძე აცხადებს, აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლის წინ კარგად უნდა შეამოწმოს საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო, ასევე, საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება.
„აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერკალამი და წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში. შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან",- განაცხადა გორგოძემ.
რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია, გორგოძის განმარტებით, ისინი საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.
„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზზე. ის არ მობრძანდება საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს, რომელსაც ჩვენ დავნიშნავთ მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა",- განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
2021 წლის 17-18 ივნისს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, კონსულტანტმა ინსტიტუციურ და პროგრამული განვითარების საკითხებში ქეთევან ნატრიაშვილმა და პროგრამებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო თაყნიაშვილმა, პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლის (KSAP)ხელმძღვანელობის მიწვევით, მონაწილეობა მიიღესKSAP-ის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორთან ვოიჩეხ ფედერჩიკთან. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც პოლონურ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებასა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობდა. ამას გარდა,ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი KSAP-ის საერთაშორისო კონფერენციაზე „PublicAdministration in thewakeof COVID(სახელმწიფო ადმინისტრირება კოვიდის პირობებში)“ წარმოდგენილი იყო, როგორც პანელის „Andhowmayourinstitutionsbesthelptotraintheleaders(რა ტიპის წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენმა ინსტიტუციებმა საჯარო მოხელეების მომზადებაში)“მოდერატორი. კონფერენცია ონლაინრეჟიმში გაიმართა და მონაწილეობა შესაძლებელი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საჯარო ადმინისტრირების სკოლების ხელმძღვანელები, როგორებიცაა: საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული სკოლა Écolenationaled’administration (ENA), ლატვიის საჯარო ადმინისტრირების სკოლა LatvianSchoolofPublicAdministration (LSPA), ირლანდიის სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტიInstituteofPublicAdministration (IPA)და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 22 იანვარს ჟვანიას სკოლასა და KSAP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხუთწლიანი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უკვე შემუშავდა და განხორციელდა ერთობლივი სატრენინგო პროგრამა ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის.
„მოხარული ვარ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიეცა შესაძლებლობა, პოლონელი კოლეგებისათვის მიელოცა 30-ე საიუბილეო წელი. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრები გვქონდა როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუციების მოწვეულ ხელმძღვანელებთან. ჟვანიას სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საჯარო სექტორშიდასაქმებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროპელ კოლეგებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია დაევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სკოლის როგორც პროგრამულ განვითარებას, ასევე სკოლის ინტერნაციონალური მანდატის გაფართოებას.“ - განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.
წელს ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს-მეთხუთმეტე და მეცხრამეტე ბაღები.იმისთვის, რომ მშობელმა შეძლოს და ბავშვი მორიგე ბაღში ატაროს, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია,საჭიროა შესაბამისი საბუთის წარდგენა, ან ცნობა, რომ მშობლები არიან დასაქმებულები. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით , განაცხადების მიღება 23 ივნისამდე გაგრძელდება.მორიგე ბაღები ივლისის ბოლომდე იმუშავებს და 500 აღსაზრდელზეა გათვლილი.ჯამში ქალაქის საბავშვო ბაღებში 8500 მოსწავლეა რეგისტრირებული.
რაც შეეხება კოვის სტატისტიკას, ამ დროისთვის არც ერთი ბაღი არ არის დახურული.
ჟვანიას სკოლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სტრატეგია ინსტიტუციურ განვითარებას, სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამების მოდერნიზებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს, რაც დეცენტრალიზაციას, სამოქალაქო თანასწორობასა და ინტეგრაციას, ასევე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეფუძნება.
სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქართული ენის დარგობრივი კურსების რაოდენობა, რაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ენის ფლობის დონის ამაღლებასა და პროფესიული ლექსიკის გაღრმავებაში დაეხმარება.
სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში დაგეგმილი სიახლეები ეროვნული უმცირესობების წამომადგენლების საერთო სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენაა მიმართული.
საჯარო მოხელის პროფესიის პოპულარიზაციისა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 6 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში ცვლილებები შეეხება საჯარო მმართველობის პროგრამებს. გაიზრდება სამიზნე ჯგუფები და,მოთხოვნის შესაბამისად, შემუშავებული სერვისებით სარგებლობა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება
ქუთაისის 37 ბაღიდან, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ამ დროისთვის მეათე საბავშვო ბაღშია შეჩერებული , სადაც თანამშრომლების გეგმიური ტესტირებისას ერთ-ერთ პედაგოგს ვირუსი დაუდასტურდა, მასწავლებელს კოლექტივის სხვა წევრებთანაც ქონდა შეხება. სააღმზრდელო დაწესებულება მუშაობას გარკვეული პერიოდის შემდეგ განაგრძობს.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სწავლა ივნისის ბოლოს დასრულდება.
დედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და…
ოთხშაბათი თებერვალი 18
In განათლებაინფრასტურქტურის მინისტრი ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებს ბოდიშს უხდის.ამის შესახებ რევაზ სოხაძემ…
კვირა თებერვალი 01
In განათლებათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ხორციელდება შიდა სივრცის რეაბილიტაცია: განახლდება სკოლის შესასვლელი, გარემონტდება მესამე სართულის…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაჭიათურის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.N7 სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაქუთაისში საბავშვო ბაღები 26 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.ინფორმაციას ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს. ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ,…
ოთხშაბათი დეკემბერი 10
In განათლება