კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისში რამდენიმე ბაგა-ბაღია დახურული.
როგორც ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილი ამბობს, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-4; მე-8; 36-ე და 24-ე ბაგა-ბაღებში. აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი ეტაპობრივად, 2 კვირის ვადაში აღდგება. ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, კორონავირუსის გამო სრულად ონლაინ რეჟიმზეა ორი- მე-7 და მე-16 საჯარო სკოლები. ამასთანავე დისტანციურად სწავლობს სხვადასხვა სკოლის 62 კლასი.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, დღეს არსებული მონაცემებით სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამ- მე-20; 24-ე და 28-ე ბაგა-ბაღებში.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სრულ დისტანციურ რეჟიმზეა 2 საჯარო სკოლა- 31-ე და მე-16 საჯარო სკოლები, ასევე სხვადასხვა სკოლის 144 კლასი.
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი იმყოფება.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.
სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობას. სკოლა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბენეფიციარების ჩართულობას ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებში, ასევე სტაჟირებასა და სხვა სერვისებში;
მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ მუმლაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებმა თანამშრომლობით გათვალისწინებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ჟვანიას სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ, მდინარე ,,რიონში” მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებასაქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. …
სამშაბათი ნოემბერი 03
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაქუთაისელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში ინდოეთში გაიმართა. ვახტანგ ახობაძემ(60 კგ)…
ორშაბათი ნოემბერი 02
In სპორტისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო…
სამშაბათი ოქტომბერი 27
In განათლებააკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 28 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება…
ოთხშაბათი სექტემბერი 23
In განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ოთხშაბათი სექტემბერი 23
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ…
ორშაბათი სექტემბერი 21
In განათლებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლება