პირველი თებერვლის მონაცემებით ქუთაისში 21 საჯარო სკოლა სრულად დიატანციურ რეჟიმზეა გადასული.ასევე სხვადასხვა სკოლაში 58 კლასი ონლაინ სწავლებაზე იმყოფება. კოვიდვირუსით ინფიცირებულია 2 140 მოსწავლე და 145 მასწავლებელი .
პირველი თებერვლის მონაცემებით ქუთაისში 21 საჯარო სკოლა სრულად დიატანციურ რეჟიმზეა გადასული.ასევე სხვადასხვა სკოლაში 58 კლასი ონლაინ სწავლებაზე იმყოფება. კოვიდვირუსით ინფიცირებულია 2 140 მოსწავლე და 145 მასწავლებელი .
ქუთაისის სკოლებში ვირუსით ინფიცრების მაჩვენებელი მატულობს. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ინფიცრებულია 199 მასწავლებელი და 1126 მოსწავლე. სრულად დისტანციურ სწავლებაზეა10 საჯარო და 1 კერძო სკოლა . განათლების სამინისტროსთან დამატებით კიდევ 10 საჯარო სკოლის ონლაინ რეჟიმში გადაყვანაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
გასული ხუთშაბათის მონაცემებით ონლაინ ფორმატში სწავლების სურვილი ქალაქის მასშტაბით 4330 მოსწავლემ დააფიქსირა.
ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია 80-მდე ადგილი, აქედან ქუთაისშია 3 ვაკანსია,სამტრედიასა და ჭიათურაში თითო-თითო, ორი ზესტაფონში და ერთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში.ხონშია ორი ვაკანსია.
განცხადებების მიღება 10 დეკემბრიდან დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრელდება.
მანდატურად შეუძლია იმუშაოს საქართველოს მოქალაქემ, 21 წლის ასაკიდან, უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე, სრული ზოგადი განათლებით, პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით.
მანდატურის შრომის ანაზღაურება 750 ლარია.
http://mandaturi.gov.ge/new/394-mandaturta-shesarchevi-konkursi
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და…
ოთხშაბათი თებერვალი 18
In განათლებაინფრასტურქტურის მინისტრი ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებს ბოდიშს უხდის.ამის შესახებ რევაზ სოხაძემ…
კვირა თებერვალი 01
In განათლებათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ხორციელდება შიდა სივრცის რეაბილიტაცია: განახლდება სკოლის შესასვლელი, გარემონტდება მესამე სართულის…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაჭიათურის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.N7 სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაქუთაისში საბავშვო ბაღები 26 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.ინფორმაციას ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს. ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ,…
ოთხშაბათი დეკემბერი 10
In განათლება