2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი;
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა - უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა - წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).