ქუთაისის ოცდათვრამეტი საჯარო სკოლიდან 22 კლასი დისტანციური სწავლების მოდელზეა გადასული. ამ ეტაპზე სრულად არც ერთი სკოლა არ დახურულა. რაც შეეხება პედაგოგებს , სამი მასწავლებელია კოვიდინფიცირებული .
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ონლაინ სწავლების მსურველთა რაოდენობა მზარდია და ამ დროისთვის 1369 მოსწავლეა დისტანციურ სწავლებაზე.
ქუთაისში ამ დროისთვის პედაგოგთა 75%-ია ვაქცინირებული.