ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება.
ქუთაისის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს,რომ ქალაქის ყველა სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად. მაია ცქიტიშვილის განცხადებით,ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად არის დაცული . არსებობს პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების მარაგი. ასევე სავალდებულოა მასწავლებლების ტესტირება.
რეკომენდაციების გათვალისწინებით , პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია.იგივე ვალდებულება აკისრიათ პედაგოგებსაც.