ქუთაისის 10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. პირველ, მე-5, მე-7, მე-11, მე-13, მე-17, 28-ე, 34-ე, 36-ე და 37-ე ფილიალები კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურა. როგორც ქუთაისი ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, აღნიშნული ბაღების გარდა, კიდევ 8 ფილიალში წერტილოვანი შეზღუდვებია. მისივე თქმით, თუ კვირის ბოლომდე კორონავირუსის შემთხვევებმა არ დაიკლო და ამ ტემპით გაგრძელდა , ბაღების გაერთიანება ყველა ფილიალის დახურვის საჭიროების წინაშე დადგება.