ქუთაისის მასშტაბით არსებულ 37 ბაგა ბაღში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბრიდან დაიწყება.ერთი დღით დაგვიანების მიზეზი საარჩევნო უბნებია, რომლებიც ბაღების გაერთიანებას დაქვემდებარებულ შენობებშია განთავსებული. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, არჩევნების ჩატარების შემდეგ ბაღებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს,ასევე უნდა მოხდეს პედაგოგების ტესტირება. 5 ოქტომბრიდან კი სააღმზრდელო პროცესი უკლებლივ ყველა ფილიალში დაიწყება.