,,საქნახშირმა,,საწარმოო პროცესი შეაჩერა.განცადება ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.მიზეზი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის გავრცელება გახდა.კომპანიაში 1170 ადამიანია დასაქმებული. აქედან დიდი ნაწილის პისიარ ტესტის პასუხების მიხედვით,covid19-ი 144 პირს დაუდასტურდა.
,,საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.
„საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ,,ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
სტრატეგია ,,აღმაშენებლის,, ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე დღეს ქუთაისში ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით ,ყველაზე რთული სიტუაცია ტურისტულ სფეროშია. ვაშაძე ამბობს ,რომ ქვეყნის მიერ აღებული 5 მილიონიანი საგარეო ვალიდან ტურისტული სექტორამდე თეთრიც არ მისულა.ის კორუფციულ სქემაზეც საუბრობს.მისი თქმით, ტურისტული სექტორის ქონება ბანკებს მიაქვთ.მიზეზი კი ის არის, რომ სასტუმროების მფლობელები სესხებს ვერ იხდიან.
,,არანაირი შეღავათი არა ქვთ სასტუმროების მეპატრონეებს . 45 მილიონი თავისი მეგობრების კომპანიებს გადაურიცხა ,,ქართულმა ოცნებამ,, საზღვრები დაკეტილია, ტურისტები არ შემოდიან, შემოსავალი ნულოვანია, 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ყველა ეს ქონება გადადის ბანკების საკუთრებაში. 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმეს ბანკებმა პირველ 6 თვეში. ეს კატასტროფაა, რომელსაც არ პასუხობს ,,ქართული ოცნება,, და ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რამდენ ფულს გააკეთებს და როგორ დაეხმარება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნათესავებს,, -აცხადებს ვაშაძე.