ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამოხვანჰესის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბრალდებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.იურისტი დარინე სალდაძე ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს გარემოება, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს, ამიტომ იმედოვნებს, რომ 7 ივნისს 17 საათზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ბრალდებულების სასარგებლოდ გამოიტანს.