ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.
აღნიშნული შეთანხმებით პარლამენტში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ - 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
"მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან .
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ
ჩვენი პარტია „გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატების” პრიორიტეტი იქნება ადგილობრივი რეალური თვითმართველობა, ასევე ადგილობრივი მრეწველობის განვითარება და სოციალური სამართლიანობა.
დიდი პატივია, რომ ამირჩიეს პარტიის თავჯდომარედ და მზად ვარ ვიბრძოლო ჩემს გუნდთან ერთად. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომ მთავრობამ 43% ვერ აიღოს!!!
ვთვლი სხვაგვარად ამ ქვეყანას გადარჩენა არ უწერია და ვინც მეთანხმებით ამ საკითხში ძალიან გთხოვთ, ერთად ვიბრძოლოთ ამ ამოცანის გადასაჭრელად. ვის, როგორაც შეგვიძლია, თუნდაც პარტიაში გაწევრიანებით, ან ერთი ლარის ჩარიცხვით მითითებულ ანგარიშზე.
პარტია ,,გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატები" მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისათვის.
გადრჩენა მხოლოდ ბრძოლაშია...
ამდენი საუკუნე ამ ქვეყანას იმიტომ არ უბრძოლია, რომ ახლა ჩვენი თაობის დროს დასრულდეს.
მადლობა ყველას ვინც ჩემს გვერდით დგახართ, გპირდებით, არ გიღალატებთ, არ შევშინდები, არ გავიყიდები და ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად. შემოუერთდით ჩვენს პარტიას.""-წერია წერილში.