"პრემიერიც ვიყავი,შინაგან საქმეთა მინისტრიც და მოვახერხე,რომ გამოხატვის თავისუფლება იყო დაცული"-ეს განცხადება გიორგი გახარიამ ქუთაისში გააკეთა.პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა,რომ ისინი ოპოზიციური პარტიების მემორანდუმს არ შეუერთდებიან.
"პრემიერიც ვიყავი,შინაგან საქმეთა მინისტრიც და მოვახერხე,რომ გამოხატვის თავისუფლება იყო დაცული და ეს ცემა- ტყეპა და ეს უბედურება,რაც მოხდა,არ მომხდარა და ჟურნალისტები ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.რაღაცნაირად ამას ვახერხებდი.მემორანდუმს პარტია "საქართველოსთვის"არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო,რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ვერ ვხდევათ.საკითხის ასე პოლიტიკურად ფრიალი მიმაჩნია არაგონივრულად და არასწორად"-აღნიშნა გახარიამ.
ყოფილმა პრემიერმა განაცხადა,რომ სახელმწიფო ეკლესიის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს,არამედ თვითონ უნდა იყოს მოვლენების ავანგარდში.
"საქმე უნდა აკეთოს ყველამ- სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა,კონსტიტუცია და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე,რომ მოქალაქეები კი არ დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს,თვითონ უნდა იყო ავანგარდში,პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე აკეთებდეს."- განაცხადა გიორგი გახარიამ.