შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა .მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.
„ქალაქ ქუთაისში , მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“-განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული .
„სამოქალაქო პლატორმა 20/20-ის „ სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა ქუთაისში სინაურისა და კვიცარიძის ქუჩების კვეთაზე იმყოფებოდა, და განცხადება არარსებულ მისამართებზე დარეგისტრირებული ამომრჩევლების საკითხზე გააკეთა. ფარულავა ამბობს, რომ ამომრჩევლები არარსებულ მისამართებზე არიან რეგისტრირებულნი.
ლაშა ფარულავა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია „სამოქალაქო პლატფორმამ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს, რადგან ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც სიას და ქუჩების ნუმერაციას უკავშირდება , დროულად აღმოფხვრას.
სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლთან,, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.ადმინისტრაცია და მოვაჭრეები შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.ინსპექციამ სავაჭრო ცენტრი თერმოსკრინინგის დეტექტორ-მოწყობილობების არქონის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმა.მოვაჭრეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გაგადგმისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ ისინი ლუკმა-პურისთვის ვაჭრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა, ძვირიანი აპარატები შეიძინონ.სავაჭრო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.
,,გრანდმოლის,, მენეჯერი ნატო დანელია შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს,რომ არც ერთ მაღაზიას მსგავსი ძვირადღირებული აპარატი არ აქვს.დანელია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვარაუდობს.
უკვე მესამე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია. სტიქიამ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პრობლემები შექმნა. მე-14, მე-19 საჯარო სკოლებთან და ტაბიძის ქუჩაზე ხეები მოტყდა, რის გამოც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ააიპ „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამუშავებულია ცხელი ხაზი- 595035853 ,სადაც მოსახლეობას შეუძლია დაკავშირება.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In კულტურა