დღეიდან, 1მარტიდან მკითხველის მიღებას შეძლებენ ბიბლიოთეკები. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა პირველ ეტაპზე შაბათ კვირას გარდა 10-იდან- 18 საათის ჩათვლით იმუშავებს. .სავალდებულო იქნება პირბადე.რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, ამ რეკომენდაციის დაცვას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,რისთვისაც ბიბლიოთეკამ ახალი ავეჯიც შეიძინა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა.
სასწავლო პროცესი წარმატებით 25-მა მსმენელმა დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მათ ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ზაქარია კალანდაძემ გადასცეს.
,,სახელმწიფო ენის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა. ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, როცა საქმე გვაქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.
მათ დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს, ასევე, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, უკეთესი პირობებით დასაქმდნენ, სწრაფად განვითარდნენ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული კუთხით. ადვილად მიაღწიონ წარმატებას და აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.“-განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს სწავლებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.