მორიგი ონლაინ პრესკონფერნცია დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტების მონაწილეობით პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში გაიმართა. მედიის წარმომადგენლებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მეორე მონიტორინგის კვლევის შედეგები გააცნეს (იმერეთის რეგიონში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; გურიის რეგიონში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები).
კვლევა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი მონიტორინგის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეფასებას, შესაბამისი ახალი რეკომენდაციების შემუშავებასა და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის მიწოდებას.
მონიტორინგის შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტისათვის სამივე მიმართულებით შემუშავდა რეკომენდაციები.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები.
ჟურნალისტებმა მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.