„ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას“-ამ ლოზუნგით დღეს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს. ისინი განათლების სამინისტროსგან აუდიტორიებში სწავლის დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, 2250 ლარს უხარისხო განათლების მიღებაში იხდიან. ამბობენ რომ განათლების სამინისტროს დაპირების, რომ სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება.
ასევე, აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები და სკოლის პედაგოგები არჩევნების სააგიტაციო პროცესებში ყავთ ჩართული, მათ რესურს ამ მხრივ ხარჯავენ და არ უნდათ რომ მათი ეს რესურსი მოახმარონ სწავლას.