რიგიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისები განახლდა.პირველი რეისი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი დღეს შესრულდა. ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
პ.ს.ფოტოები აეროპორტიდან სააგენტოს ონისე მელქაძემ მოაწოდა.