უკვე მესამე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია. სტიქიამ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პრობლემები შექმნა. მე-14, მე-19 საჯარო სკოლებთან და ტაბიძის ქუჩაზე ხეები მოტყდა, რის გამოც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ააიპ „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამუშავებულია ცხელი ხაზი- 595035853 ,სადაც მოსახლეობას შეუძლია დაკავშირება.