ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში მიაჩნიათ,რომ გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას!
ხელახალი არჩევნები , საარჩევნო ადმინისტრაციის ახლიდან დაკომპლექტება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება-ამ მოთხოვნებით დღეს ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.
,,ეს მოთხოვნები თუ არ იქნა შესრულებული, პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვალთ . ქვეყანამ რომ განვითარება დაიწყოს და არა ჭაობში ჩაძირვა, ისე როგორც დღეს არის, ამ დათმობაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება.ჩვენ აქციების გაგრძელებას ვაპირებთ.,, -აცხადებს ირაკლი პავლელიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.
,,ბიძინა ივანიშვილი გაყალბებული არჩევნებით ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში და გაიფორმოს უზურპატორობა.,,-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი , ,,დაიცავი არჩევანის ,დამფუძნებელი კოკა კოპალიანი.
1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
ქუთაისში პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.ქუთაისის გარდა მსგავსი სქემა თბილისსა და რუსთავში იმოქმედებს.
რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, თუმცა სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.ღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გადაყენებას და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. გიგა შუშანიას თქმით , გელათის გადახურვისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი გამქრალია და 7 წელია დაკარგული. შუშანიას თქმით, მილიონები ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლების ჯიბეშია წასული.
,, ეს ფული ,,ქართული ოცნების,, მაღალჩინოსნების მიერ რომ არის წაღებული, ადასტუდებს ისიც, რომ ახლა თეა წულუკიანი ჩართეს ამ თემის ,,გასაპრავებლად,, .მინდა ქალბატონ თეას ვუთხრა, რომ სამრეკლო, აკადემია, გაბრიელ ეპისკოპოსის სახლი სწორედ 2012 წლამდე , წინა ხელისუფლების დროს არის გადახურული და არანაირი პრობლემა შენობებს არ აქვს ,იმიტომ რომ მაშინ ფულს არ იპარავდნენ . დღეს კი მისმა ხელისუფლებამ ფული მოპარა ხალხს და ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,,-განაცხადა გიგა შუშუნიამ.
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა…
ხუთშაბათი მარტი 05
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 თებერვლიდან 28…
ხუთშაბათი მარტი 05
In საზოგადოებაქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, საოპერო მომღერალს , რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით…
ოთხშაბათი მარტი 04
In კულტურა5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 5-6 მარტს…
ოთხშაბათი მარტი 04
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება