ქუთაისში მაღაზია ,, კაი-მარკეტი“ დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22 საათზე, მაღაზიის დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა, რა დროსაც 2 ნიღბიანი მარკეტში შეიჭრა და მუქარის ძალით თანხა გაიტანა. ფართის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 1000 ლარი. დასახელებული მაღაზია აღნიშნულ ლოკაციაზე დაახლოებით 20 წელია ფუნქციონირებს, ყაჩაღობის ფაქტი პირველი შემთხვევაა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.