ქუთაისში აღმაშენებლისა და დუმბაძის(ყოფილი ნინოშვილის )ქუჩების გადაკვეთაზე ქვეითთა შუქნიშნები ფუნქციონირებს.
შუქნიშნებზე მწვანე ფერი მოსახლეობის თხოვნის თანახმად იმ შემთხვევაში ინთება ,როცა ავტომობილთა მოძრაობა ოთხივე მიმართულებით შეჩერებულია.აღნიშნულ გზაჯვარედინზე ქვეითთა შუქნიშნების მოქმედების რეჟიმი განისაზღვრა,ქუჩების სიგანის შესაბამისად,ვიზუალური დათვლის საფუძველზე.