17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
„დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა იცავს სიცოცხლეს!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირა გამოცხადდა მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური წევრების ინტენსიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები განცხადებას ავრცელებენ.
,,23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა,, რიონის ხეობის მცველების,, მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება და ხვალ დილიდან მგზავრებს ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან.
,,გაფრთხილებულია ყველა თანამშრომელი, ყველა ავტობუსი იქნება მზად, გარეცხილი და ჰიგიენა დაცული.ავტობუსებს დეზინფექცია ყოველ საღამოს უკეთდება.ყოველი კვირის ბოლოს იტესტებიან მძღოლები.ახლაც ასე გაგრძელდება.ყველა საავტომობილო ხაზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.გვყავს 60 ავტობუსი 11 ხაზზე.ყველა უბანში, სადაც შეიძლება ავტობუსით გადაადგილება, ვემსახურებით ჩვენს თანაქალაქელებს.
რაც შეეხება საბარატე სისტემას, ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, დარჩენილია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა და 17 ივნისიდან შევა ძალაში.,,-აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
პარასკევი აგვისტო 28
In საზოგადოება28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.…
პარასკევი აგვისტო 28
In რელიგიაუხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოებაბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია . დატბორილია გზები, სახნავ-სათესი მიწები,წყალი შევიდა საცხოვრებელი…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In საზოგადოება